ევროკავშირმა უკრაინას 8 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა
ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში სულ მცირე 8 მლრდ დოლარის სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ ეს არის შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მიწოდებული თანხის დაახლოებით 45%.
ბორელის თქმით, ევროკავშირი "განაგრძობს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას" და გააგრძელებს "შემზღუდავი ზომების" დაწესებას რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ.