მედვედევი ხერსონზე: პანიკა გაუგებარია, მტერს რუსული მსოფლიოს უსაზღვროება შევახსენოთ
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ქალაქი ხერსონიდან და ოლქის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების გაყვანას ეხმაურება.
მედვედევის თქმით, "ყველაფერი რუსეთში დაბრუნდება" და მისი აზრით, ხერსონთან დაკავშირებით რუსების "პანიკურობა" გაუგებარია. რუს ხალხს მან მოუწოდა, რომ "მტერს სიხარულის საბაბი" არ მისცენ და მათ "რუსული მსოფლიოს უსაზღვროება" შეახსენონ.
"ტერიტორიული სუვერენიტეტის გაგება ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი სახლში დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციაში. ყველა არაგულგრილი ადამიანის ალარმიზმი (განგაში) სავსებით გასაგებია, ხოლო – ისტერიკა და პანიკურობა არა. არ მისცეთ ახლო და შორეულ მტერს სიხარულის საბაბი. არამედ უფრო ხშირად შეახსენეთ მას რუსული მსოფლიოს სიდიდე და უსაზღვროება". – წერს მედვედევი ტელეგრამზე.