09/11/22544 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახლა არის დრო, ყველა პარტია გაერთიანდეს და შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა - დეგნანი ევროინტეგრაციაზე

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ყველა მხარეს,  მათ შორის მმართველი და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა, რომელიც ევროკავშირის წევრობას გულისხმობს. 
დეგნანის განცხადებით, რეფორმები უნდა გატარდეს და სამუშაოები ინკლუზიურ ვითარებაში უნდა გაგრძელდეს. ელჩი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს.
"აშშ არ არის ევროპარლამენტის წევრი და ამ რეზოლუციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და გაატარონ ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს სამუშაო მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს ინკლუზიურ ვითარებაში. საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საკუთარი შემუშავებული კანონმდებლობების წარდგენისა ვენეციის კომისიისთვის და სხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის, რათა მათგან მიიღონ რჩევები და პასუხები, შეესაბამება თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. იმ დროს, როდესაც შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს.
აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ უსაფრთხო დემოკრატიაში და ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა", - თქვა კელი დეგნანმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ