"კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული ინიციატივები, მადლობა მეგობარო" - ზელენსკი/მაკრონის სატელეფონო საუბარი
უკრაინის პრეზიდენტსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, პროდუქტიული საუბარი ჰქონდა:
"უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან.
კონკრეტული გადაწყვეტილებები უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ. კონკრეტული ინიციატივები განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. მადლობა, მეგობარო, თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის." წერს ზელენსკი ტვიტერზე.