გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული ქმედებებია - „გირჩი“ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის შემადგენელია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, „გირჩის“ მიერ დღეს გამართული აქცია დესტაბილიზაციის შექმნისკენ იყო მიმართული. მისი თქმით, საზოგადოება საფრთხის წინაშე დგას და ამ ვითარებაში მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა, რაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩაიდინა. ეს არის გამიზნული ქმედება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინშე და გამორიცხულია, რომ ამ რეალურ საფრთხეს არ აცნობიერებდნენ კონკრეტული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ქმედებებიც არის გამიზნული, დაგეგმილი და ზოგადად დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული. ესეც ერთ-ერთი შემადგენელია იმ კლასტერისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერი შეიძლება ვუწოდოთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გააპროტესტეს. ამის გამო სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები 3000 – 3000 ლარით დააჯარიმეს.