23/04/201 611 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთხვევაში ამისთვის 3 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 15 000 ლარია.
„359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისთვის ის ისჯება 3 000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA