26/10/22490 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აუზში ყველაფერი ნორმაშია, ბავშვები საავადმყოფოში არ ყოფილან - კალაძე მედიას და მწვრთნელებს აკრიტიკებს

თბილისი მთავრობის სხდომაზე მერმა მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეებში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. მისი განცხადებით, მერიამ დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა ჩაატარა და პასუხების მიხედვით, ყველაფერი ნორმაშია.
მისი თქმით, პრობლემა არის თანამშრომლებში, რომლებმაც მიზანმიმართულად გაავრცელეს სიცრუე. მერმა ამ შემთხვევაშიც მედია გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ თემით მანიპულირებას აქვს ადგილი.
"სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზსა და ბავშვების თემით მანიპულირებს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ იმედს სადაც გადაღებული ვიდეო მასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, რეალურად ვიდეო ზაფხულის პერიოდშია გადაღებული და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.
მერი ამბობს, რომ აუზის წყლის ტესტირება ჩაატარეს და ქლორი და PH-მაჩვენებლები, ნორმის ფარგლებშია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY