25/10/22666 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნება" სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა "დაელაგებინა" სიტუაცია სტატუსის მისაღებად - ჯაფარიძე ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავდა, "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა, რომ პირდაპირ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. 
ჯაფარიძის თქმით, ამის შესახებ დასავლელმა პარტნიორებმა მას ბრიუსელში ვიზიტის დროს უთხრეს. მისივე თქმით, ბრიუსელში ამბობენ, რომ თუკი მმართველი გუნდი ამჯერადაც იმავეს შეეცდება, ეს მცდელობა კვლავაც წარუმატებელი იქნება. გარდა ამისა, ზურა ჯაფარიძის თქმით, დასავლეთში ხედავენ, რომ ამ ეტაპისთვის ოცნებას სამი სტრატეგია აქვს და ამბობენ, რომ სამივე სტრატეგია წარუმატებლობისთვისაა განწირული.
"ისინი ხედავენ, რომ ოცნება ამ წუთის მდგომარეობით იყენებს სამ სტრატეგიას და პირდაპირ ღია ტექსტით გვითხრეს, რომ სამივე სტრატეგია განწირულია წარუმატებლობისთვის. ერთი ესაა ის, რომ ოცნება ცდილობს ისეთი პუნქტების შესრულებას რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემატურია, იმიტომ რომ, არ კარგავენ კონტროლს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად ძალაუფლებას და ეს არ გაუვათ;
მეორე ისაა, რომ ისინი ეცდებიან ან უკვე ცდილობენ ვაჭრობას "ამდენ პუნქტს შევასრულებთ დანარჩენთან მიმართებაში დაძრული გვექნება" და ისინი ამბობენ - არა, 12-ვე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული და არც ერთ პუნქტზე თვალების დახუჭვა არ მოხდება;
მესამე ისაა, რომ რაც სცადეს უკვე - 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე ოცნებამ სცადა ჩვენ თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების დონეზე "დაელაგებინათ" სიტუაცია და ისე მიეღოთ სტატუსი და როგორც მაშინ აღმოჩნდა ეს მცდელობა წარუმატებელი, ამჯერადაც ეს წარუმატებელი აღმოჩნდება", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის დეტალებზე გიორგი ვაშაძესთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები და პრობლემები აქტიურად განიხილებოდა. კერძოდ, ასევე საუბარი შეეხო მმართველი პარტიის რიტორიკას დასავლეთთან მიმართებაში.
ჯაფარიძემ და ვაშაძემ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, იმ ადამიანებთან გამართეს, ვინც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს საკითხზე და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ჯაფარიძე აანონსებს, რომ გასაჯაროვდება დოკუმენტი, როგორ ხედავენ ევროპელი პარტნიორები საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას:
"დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ გავასაჯაროებთ არაა ჩემი და გიორგის აზრები, ესაა როგორ ხედავენ ევროპელები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. 
რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და ეს "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება.
ხაზი მინდა გავუსვა რომ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა საკანონმდებლო ცვლილებებს არამედ დააკვირდნენ როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, უნდა დაინახონ რეალურ ცხოვრებაში რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არაა საკმარისი, საჭიროა დროში დაკვირვება, რომ ნახონ მოხდა თუ არა დეოლიგარქიზაცია და როგორც გვითხრეს, ამისთვის პრაქტიკაში დაკვირვებისთვის რჩება სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო, რადგან ბევრ პუნქტებთან მიმართებაში ოცნებას ნაბიჯი არ გადაუდგამს", - თქვა ჯაფარიძემ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA