29/01/201 189 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია

დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია. გამოვლენილია და დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიქართული ძალა, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც კონგრესმენების კრიტიკას გამოეხმაურა. გიორგი ვაშაძის განმარტებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს დასავლელი მეგობრებისგან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ მთავრობის პასუხებს უკვე ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ და რატომ, პირველი, დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია, გამოვლენილია და დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიქართული ძალა. მეორე, საქართველოს საზოგადოებასა და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა დასავლელი მეგობრებისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან და მესამე, გასაღები ჩვენს ხელშია. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი ჩვენს მაგივრად ვერ გადაწყვეტს. მე ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო, რომ საქართველომ გაარღვიოს უბედურების მოჯადოებული წრე. ვფიქრობ, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს ბრძოლა. წელს არის არჩევნები და ამ არჩევნებს მთელი დასავლური სამყარო უყურებს, რომელსაც უნდა წარმატებული, ძლიერი და არა დაჩმორებული და დამონებული საქართველო, როგორც ეს უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.