29/01/201 144 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გრიგოლ ვაშაძე - პიტ ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, სამედიცინო დიაგნოზია იმ 8 წლის, რაც ეს ხელისუფლება იმყოფება

"მოვიდა დრო რომ ჩვენ სასწრაფოდ მოვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა არჩევნებში შესვლისთვის და რაც შეიძლება სწარაფად დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია, რადგან ხელისუფლება თავისი რესურსებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და ჩვენთვის დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, გაგრძელდება აქციები და პიკეტირება.
"დავილაპარაკებთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია. პიკეტირება და საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ერთ-ერთი თარიღი უკვე დასახელებულია - 4 თებერვალი",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ის დღეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა და განაცხადა, რომ რა განმარტებაც არ უნდა გააკეთოს პარლამენტის სპიკერმა, ხელისუფლების საქციელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჩაგდებასთან დაკავშირებით ვერაფრით გაამართლებს.
"ბატონმა თალაკვაძემ რამენაირად უნდა ახსნას, როგორ მოხდა ჯერ ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქის მიერ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების გამოგლეჯა პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ იმ უმსგავსო საქციელის და ნაბიჯის გამართლება, რომელიც ამ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების უკან წაღება იყო, რამაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი მოკავშირეების განრისხება. ამიტომ რა განმარტებაც არ უნდა მისცეს, ამ საქციელს ვერაფერი ვერ გაამართლებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კონგრესმენების განცხადებები გაზაფხულზე კიდევ უფრო მწვავე იქნება.
"კონგრესმენები და ბატონი პიტ ოლსონი არც პირველი იყო და დარწმუნებული იყავით არც უკანასკნელი, გაცილებით მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე. ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, არის სამედიცინო დიაგნოზი იმ რვა წლის, რაც ეს ხელისუფლება იმყოფება მართვის სადავეებში. მიხარია მე ეს? კატეგორიულად არ მიხარია, რადგან ზიანდება ჩემი სამშობლო და ზიანდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესები. არ შეიძლება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ჩვენზე ასე იყოს განრისხებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მან კომენტარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზეც გააკეთა.
"მოქალაქე ზურაბიშვილიც ამ ხელისუფლების სამედიცინო დიაგნოზია, კატეგორიულად აცდენილები არიან რეალობას. რაც ჩუმად იქნება ეს ქალბატონი უკეთესი მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.