13/10/22458 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, მაგრამ შოთაძეს უდევს თაროზე - გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, თუმცა ის მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს თაროზე უდევს.
გოგაშვილი წერს, რომ დადგენილია საიდან აიტვირთა მასალები, ასევე, პიროვნება, რომელმაც ატვირთა, თუმცა დამნაშავე თავისუფალია.
"გავეცანი ბინძური ქოცების მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა ნაცების დროინდელი. ოცნების დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ.
რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით ოცნების ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე", - წერს გოგაშვილი. 
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს პროკურატურამ სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმა. მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY