ესტონეთის პრემიერი - პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ამის შეჩერების ერთადერთი გზა ომის მოგებაში უკრაინის დახმარებაა
უკრაინის შემდეგ მან [პუტინმა] მოლდოვას დაადგა თვალი. მან [პუტინმა] მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ის ძალიან ღიად აცხადებს ამის შესახებ. აღნიშნულის შეჩერების ერთადერთი გზა ამ ომის მოგებაში უკრაინის დახმარებაა, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ესტონეთის პირველი პირი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყანა პუტინის თავდასხმის ობიექტი იქნება, მაშინაც კი, თუ ის უკრაინასთან დაკავშირებით "ჩუმად" იქნება.
კალასის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ომიანობის ლიდერია“.
ცნობისთვის, კალასი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც უკრაინას, გუშინ რუსეთისა და ყირიმის ანექსირებული რეგიონის დამაკავშირებელი ხიდის დანგრევა მიულოცა.