24/09/22846 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარკ ფეიგინი - საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ომი არ გვინდა - ომი მაინც იქნება იმიტომ, რომ მოსკოვი არ კითხულობს უნდა თუ არა ვინმეს ომი

დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან ეს თამაშები არასოდეს კარგად არ მთავრდება, - ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა განაცხადა. როგორც ფეიგინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ომი არ უნდა, თუმცა უფლებადამცველის მოსაზრებით, „ომი მაინც იქნება“.
„ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ არ დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ჩვენ არ გვინდა ომი. ასეთ რამეს ვიტყვი, ომი მაინც იქნება იმიტომ, რომ მოსკოვი არ კითხულობს ვინმეს ომი უნდა თუ არა. ის მოდის და იწყებს ომს. აი, ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს მკაფიო, თანმიმდევრულ ნაბიჯებს დასავლეთის მიმართულებით რუსეთის საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან ისედაც დაზარალებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაზარალდება. დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან თამაშები კარგად არასოდეს მთავრდება“, - განაცხადა მარკ ფეიგინმა. ამასთან, ამავე ინტერვიუში ფეიგინი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების საკითხს და აღნიშნა, რომ ამით პუტინი ცდილობს დასავლეთი აიძულოს უკრაინაში მის მიერ დაკავებული ტერიტორია რუსეთს მიუერთონ. თუმცა, მისივე თქმით, მობილიზაციით ყველაზე კარგ შემთხვევაში რუსეთი თავს 40-50 ათასამდე ადამიანს მოუყრის.
„თუ საუბარი ეხება რეფერენდუმს მობილიზაციის შესახებ, ვფიქრობ, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. მოსკოვი ძალიან დიდი ხანი არ მიდიოდა ამ ნაბიჯზე, მაგრამ როგორც ჩანს, ინდოეთის პრემიერის და ჩინეთის ხელმძღვანელის მხრიდან იყო მოთხოვნა რუსეთთან მიმართებაში, რომ შეეწყვიტა ეს ომი და დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. მგონია, რომ პუტინს სურს ფორსირება გააკეთოს. გადაწყვიტა, რომ სტატუს-კვო მივიდეს იმ ტერიტორიების მიერთებასთან, რაც უკვე დაკავებული აქვს, ასევე იმისთვის, რომ დააშანტაჟოს დასავლეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება გაიწვიოს ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამხედრო პროფესია, მაგრამ მგონია, რომ ისინი ვერ შეაგროვებენ საჭირო რაოდენობას. უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რამდენიმე თვეში მობილიზება გაუკეთონ 40-50 ათას ადამიანს. არავის არ უნდა სიკვდილი. თან ამ ყველაფერს თან სდევს სიცრუე. ამისთვის შოიგუს ინტერვიუს მოვიყვან, რომელმაც თქვა, რომ 6 ათასი სამხედროა დაღუპული. ეს არის სიცრუე! თუ 6 ათასია გარდაცვლილი იმ 200 ათასიდან, რომელიც 24 თებერვალს უკრაინაში შევიდა, მაშინ რაში სჭირდება რუსეთს ეს მობილიზაცია? გამოდის, რომ ეს სიცრუეა! პუტინს არ გამოუცხადებია ომი და ასეთ შემთხვევაში მობილიზაცია ჰაერში გამოკიდებული გამოდის. მან ამ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაარქვა, რა საჭიროა მობილიზაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის, როცა მას შეუძლია გამოიყენოს შეიარაღებიდან სპეციალური ძალები. რუსეთი ცდილობს აიძულოს დასავლეთი რუსეთს მოუერთონ ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინაში აქვს დაკავებული“, - განაცხადა მარკ ფეიგინმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA