08/09/22783 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

ბლინკენი: აშშ-ს სურს უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს მოულოდნელად ესტუმრა კიევს.
მან გამოაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ სურს გამოყოს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების სახით. ამის შესახებ მან თქვა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას და განმარტა, რომ აშშ სამხედრო დახმარების სახით უკრაინას და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, გამოუყოფს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ეს იქნება გრძელვადიანი სამხედრო დახმარება კიევისა და მისი მეზობლებისთვის, 18 ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრებისთვის.
თებერვლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ბლინკენი კიევში უკვე მეორედ ჩავიდა.
„მინისტრს სურდა ეს ვიზიტი განეხორციელებინა სწორედ ახლა, რადგან ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მომენტია“, - განაცხადა აშშ-ის მაღალი რანგის მოხელემ, რომელიც ბლინკენს ახლავს უკრაინაში, იტყობინება AFP.
მან ხაზი გაუსვა უკრაინის ჯარის კონტრიერიშს ომის დაწყებიდან მეშვიდე თვეს.
7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა დაიბრუნა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
„უსაფრთხოების სფეროში ყველა დახმარება მიმართულია იქითკენ, რომ დავეხმაროთ კიევს კონტრიერიშის დროს“,- განაცხადა მან თავისი ვინაობის გამხელის გაერშე, წერს სააგენტო AFP.
„თუ ეს ასეა, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, თუ როგორ განვითარდება ეს ომი“.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, როცა ის მოკავშირეებს შეხვდა 8 სექტემბერს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, აღნიშნა უკრაინის არმიის „მორიგი წარმატება“ ბრძოლის ველზე. მანვე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კიდევ 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 105-მილიმეტრიან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღს და ა.შ.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, 2 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გამოიყოს აშშ-ის სამხედრო დაფინანსების პროგრამის ჩარჩოში, რომელიც უცხო ქვეყნისთვის კრედიტების და გრანტების გამოყოფას გულისხმობს ამერიკული წარმოების იარაღის შესასყიდად. ამ ახალი პაკეტის ნახევარი მოხმარდება უკრაინას, დანარჩენი, 18 სხვა სახელმწიფოს, რომლებიც ითვლება, რომ რუსეთის მხრიდან მუქარას განიცდიან, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა მოხელემ.
დახმარების მიმღებთა შორის არიან საქართველო და მოლდოვა. ამ ქვეყნების სეპარატისტული რეგიონებს, მხარს უჭერს რუსეთი.
დახმარებას მიიღებენ. ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი და ბოსნიაც, სადაც მოსკოვის მხარდაჭერილი ბოსნიელი სერბების გამო დაძაბულობა გაიზარდა.
თანხა გაუნაწილდება ასევე ალბანეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას.
ბლინკენის ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს იმედი გაუცრუა, როცა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არ შეიყვანა. ბაიდენს ადმინისტრაცია თვლის, რომ ამ სტატუსი თავისი იურიდიული განმარტებით არ მიესადაგება რუსეთს და რომ ვაშინგტონმა უკვე დაუწესა უმკაცრესი სანქციებს რუსეთს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ბლინკენს უკრაინაში ჩასვლა სურდა, რათა ამ თვეში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის წინ, ქვეყნის ხელმძღვანელობისგან მოესმინა რომელ სფეროებში იქნებოდა აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სოლიდარობის მოთხოვნა საჭირო.
კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე, ბლინკენი ესტუმრა აშშ-ის საელჩოს და სპეციალიზებულ ბავშვთა კლინიკას, სადაც მოინახულა რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად დაზარალებული ბავშვები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY