08/09/22581 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

IDFI: 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე დარჩა

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე საქართველოში შემოსული პირებიდან, [31 ივლისის მდგომარეობით] ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42577 მოქალაქეს.
ორგანიზაციამ დაითვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის მაჩვენებლები.
მათი კვლევით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიგნებით, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა ჯამურად 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე
"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები. ამასთან, მათ უმრავლესობას ქვეყანა არ დაუტოვებია მინიმუმ 1 თვის დაყოვნების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული პირების ვიზიტების ტურისტულ მიზნებთან კავშირი ნაკლებად სავარაუდოა.
2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა სხვაობა) შემოსული რუსეთის მოქალაქეების 18%, უკრაინის მოქალაქეების 20%, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 28%. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. მაგალითად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 5%-ს" - წერია კვლევაში.
ორგანიზაციის დათვლით, ამ წლის მარტი-ივნისში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთის 16476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11531-ით მეტი მოქალაქე დარჩა.
ასევე, მარტი-ივნისის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის 3036 მოქალაქეს, უკრაინის 135 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.
ორგანიზაცია უთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, IDFI-სთვის უცნობია 1 თვეზე მეტი ვადით დარჩენილ რუსეთის მოქალაქეებს შორის რამდენი არის წარმოშობით საქართველოდან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY