07/09/22829 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი "კრიტიკულ ფაზაში შედის" და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება.
„ზამთარი მოდის და რთული იქნება. მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და მძიმე მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - წერს სტოლტენბერგი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მისი თქმით, დასავლეთი ბევრად უფრო მაღალ ფასს გადაიხდის, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი.
„ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროში და ფუნტებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით და ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში”, - წერს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა, შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი.
“ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე სარგებლობს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნის რუკიდან წაშლა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული უკრაინის 20 პროცენტი, რაც ოთხჯერ აღემატება ბელგიას, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ნახევარია. ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, წინ რთული დროა, მაგრამ აუცილებელია „ზამთრის ომისთვის“ მომზადება და საქმის ბოლომდე მიყვანა.
„წინ რთული დრო გველოდება, მაგრამ სირთულეების წინაშე ადრეც ვმდგარვართ. ჩვენი ფასეულობების არდაცვის საფასური ყოველთვის უფრო დიდია. უკრაინის და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - წერს სტოლტენბერგი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI