02/09/221 592 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის" განცხადებაზე: სრული უნამუსობა და ბოროტებაა

შოუმენი ვანო ჯავახიშვილი „ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა „მთავარი არხის" განცხადებას, რომელიც ეხებოდა იუმორისტული გადაცემების „TV პირველზე" გადასვლას. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის" განცხადებაში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავეცანი„მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი, შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ, ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა („ვანოს შოუ'', „ახალი შაბათის შოუ'' , „მთავარი ბიჭები'', „მთავარი გოგოები") და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას. რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს „ვანოს შოუ", ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. „მთავარი არხის" მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის, პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ „მეგობარო". ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი", - წერს ვანო ჯავახიშვილი.
„მთავარ არხზე" დახურვის შემდეგ, ვანო ჯავახიშვილის შოუ "ტვ პირველზე" გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ვანო ჯავახიშვილმა 1 სექტემბერს გაავრცელა.
„როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა", - აღნიშნა მან.

„მთავარი არხი" კი ვანო ჯავახიშვილს განცხადებით გამოეხმაურა. „ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნავს ტელეარხი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ტელეკომპანია იძულებული გახდა დაეხურა მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა არაპოლიტიკური გადაცემები, მათ შორის, „ვანოს შოუ".
„ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან", - აცხადებს „მთავარი არხი".
ტელეკომპანია მიუთითებს, თანამშრომლების წინაშე არსებული დავალიანების შესახებ. „ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას", - ნათქვამია განცხადებაში.
„მთავარი არხი" აცხადებს, რომ „ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, მუშაობა დაიწყო ახალ იუმორისტულ შოუზე. „ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ", - აღნიშნავს ტელეკომპანია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.