18/08/22203 ნახვა წყარო: ფოტო:

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ისევ სკანდალში გაეხვია

„პოლიტიკოს“ ცნობით, ფინურმა მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ფინეთის მთავრობის მეთაური სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ერთობა, მათ შორის არის პარლამენტის წევრი ილმარ ნურმინენი და პოპულარული ტელეწამყვანი ტინი ვიკსტრომი.
ვიდეოში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა, ჩანს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მათთან ერთად ცეკვავს. ფინური მედიის ცნობით, ჩანაწერში ისმის, რომ ხალხი ახსენებს კოკაინს.
ფინელი პარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ტესტი გაიკეთოს და შედეგი გაასაჯაროოს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული და განაცხადა, „მას დასამალი არაფრი აქვს“.
„მე ვცეკვავდი, ვმღეროდი, აღვნიშნავდი, ვაკეთებდი იმას, რაც სრულიად ლეგალურია“, – განაცხადა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.
ფინეთში მომხდარს განსხვავებული რეაგირება მოჰყვა. პოლიტიკოსების ნაწილმა პრემიერ-მინისტრის საქციელი გააკრიტიკა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება 36 წლის სანა მარინის პოპულარობაზე დადებითად აისახება.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი დეკემბერში ღამის კლუბში ვიზიტის გამო გაეხვია სკანდალში, რადგან ის არ გადავიდა კარანტინში, როდესაც წვეულებაზე მყოფ მის კოლეგას კორონავირუსი დაუდასტურდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA