07/08/221 101 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

ბლინკენი - რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს ვალდებულებებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო, ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, რადგან ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
„14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ერის, საქართველოს ტერიტორიაზე. 2008 წლიდან ჩვენ გვახსოვს რუსული ძალების მიერ დაღუპულები და დაშავებულები. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული, დევნილი და გაღატაკებული იყო. მათ სიცოცხლე და საარსებო საშუალება წაართვეს. წელს რუსეთის შემდგომი არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადაადგილება აურაცხელ გაჭირვებასა და ნგრევას“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებზე.
„რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო – ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუბრკოლებელი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. მან ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, რადგან ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA