28/07/22701 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იორგი მშვენიერაძე - ივანიშვილს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მისგან იმას მოითხოვდა დეგნანი, რაც დღეს ქალბატონმა ელჩმა უარყო, თუმცა, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საზოგადოებაში სწორედ, ასეთი განცდა ყოფილიყო

ივანიშვილს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მისგან იმას მოითხოვდა დეგნანი, რაც დღეს ქალბატონმა ელჩმა უარყო, თუმცა, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საზოგადოებაში სწორედ, ასეთი განცდა ყოფილიყო, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიურსუმი“ საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს.
დეგნანი ინტერვიუში ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.
მშვენიერაძის თქმით, სახელისუფლებო პროპაგანდა იმის აღმოსაფხვრელად არ დაიწყო, რომ ევროკავშირი ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის, ან ივანიშვილი არ არის ევროკავშირის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის და დასავლეთის დემონიზებით.
„წავიკითხე ეს წერილი და თუ მთლიან კამპანიას შევხედავთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აქტიურად დაიწყო, ე.წ. სამეულის შექმნით, განცხადებებით, რომელსაც ვისმენდით და ვფიქრობ, ეს სამეულის შექმნა სწორედ საზოგადოების შემზადების თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა მოემზადოს საზოგადოება რაღაც მნიშვნელოვნისთვის, რომ გამოსულიყო ივანიშვილი და ეთქვა, დიახ, მასა და აშშ-ს ელჩს შორის არსებობდა შეხვედრა, რომლის დეტალებზეც ის არ საუბრობს, თუმცა, ამ დეტალების ფონს ქმნიდა სწორედ, ის სამი ადამიანი საკუთარი განცხადებებით, ინტერვიუებით და კამპანიის აწყობილი ციკლით. ივანიშვილს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მისგან იმას მოითხოვდა დეგნანი, რაც დღეს ქალბატონმა ელჩმა უარყო, თუმცა, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საზოგადოებაში სწორედ, ასეთი განცდა ყოფილიყო.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების გამო, ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა იყო და არის ძალიან აშკარა, ყველა კვლევა აჩვენებს, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნებაც“, რომ საზოგადოება რეალურად იმ ფორმაციიდან, რომელშიც ორად გაყოფა იყო - „ნაცი“-„ქოცი“, გადავიდა ახალ ფორმატში, ეს არის ევროკავშირის მომხრეები და ივანიშვილის მომხრეები.
ამ ფორმატში ივანიშვილი ხედავს, რომ ევროკავშირის მომხრეების რაოდენობა 80%-ს აღემატება საქართველოში და ის ადამიანები, რომელთაც არჩევანის გაკეთება უწევთ, ივანიშვილი, თუ ევროკავშირი, ევროკავშირისკენ იხრებიან. ამიტომ, სახელისუფლებო პროპაგანდა დაიწყო არა იმის აღმოსაფხვრელად, რომ ევროკავშირი ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის, ან ივანიშვილი არ არის ევროკავშირის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის და დასავლეთის დემონიზებით... სინამდვილეში, ისინი ფიქრობენ, თუკი, ადამიანები შეიძულებენ ევროკავშირს, ან იტყვიან, რომ ისინიც ომში გვითრევენ, ისინიც გვაუბედურებენ, ისინი პრობლემას გვიქმნიან და ევროკავშირის მხარდაჭერას შეწყვეტენ, ეს ადამიანები რაღაც მომენტში ივანიშვილის ბანაკში გადმოინაცვლებენ, ეს არის გათვლა, რაზეც ხელისუფლება მუშაობს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA