22/07/22866 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

კრემლი დასავლეთის შიშების გამოყენებას ცდილობს – პოდოლიაკი „იარაღის კონტრაბანდაზე“

„შავ ბაზარზე“ პრიმიტივის გავრცელებით, კრემლი ცდილობს, დასავლეთის შიშები გამოიყენოს. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია: ჩვენი დამცველები მოტივირებული არიან და სწრაფად სწავლობენ; ყოველ ერთეულ შეიარაღებას იმდენი ოქროს ფასი აქვს, რამდენსაც იწონის; უზრუნველყოფილია სრული კონტროლი და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე.“
ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპოლის სპიკერის, იაპ ოპ გენ ოორტის განცხადებას, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ ინფორმაცია აქვს.
იაპ ოპ გენ ოორტმა 21 ივლისს გერმანულ Der Spiegel-ს უთხრა, რომ დაფიქსირდა შავ ბაზარზე სამხედრო დანიშნულების პროდუქციითა და ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის ფაქტები. ევროკავშირის გამომძიებლებმა „მძიმე შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნებიც“ აღმოაჩინეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა იარაღის გაყიდვაზეა საუბარი.
„არის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებული დამნაშავეების ან ტერორისტების ხელში მოხვდება,“ – აღნიშნა სპიკერმა.
ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი და ევროპოლს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის უკრაინისთვის მიწოდება და მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა.
დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ თემის გამოჩენა დროში ემთხვევა ფრონტზე დასავლური შეიარაღებით გამოწვეულ ცვლილებებს და უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით რუსეთის მასშტაბურ საინფორმაციო პროპაგანდას, რომლის მიზანიც უკრაინისთვის პარტნიორებისგან შეიარაღების მიწოდების შეჩერებაა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA