21/07/221 580 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში" | პრაისი

"საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლოდროინდელი რიტორიკით, როგორც ჩანს, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ [ევროინტეგრაციისკენ] სწრაფვაში ხელი შეუშალოს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საუბრობს. 
..როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ, ამ მისწრაფებას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. 
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში ხელი შეუშალოს.
ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, რომ იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები პარტნიორების ერთმანეთთან მუშაობას არ შეესაბამება. 
30 წელია ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე მხარდამხარ ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, - ამბობს პრაისი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA