19/07/22892 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი - უნდა შეგვეძლოს, ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე

უნდა შეგვეძლოს ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე, - ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შეფასებას ეხებოდა.
როგორც ელჩმა მედიასთან განაცხადა, ისინი უთანხმოებებზე საუბრობენ, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო განცხადებებში და "ბევრი რამ იქმნება იმისგან, რაც აბსოლუტურად არ არის სკანდალი".
"ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით­ ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, პირად საუბრებში ვაკეთებთ, რადგან ის ყველაზე ეფექტური გზაა. ხანდახან საჯაროდაც ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხზე დიდი შეშფოთება გვაქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯარო განცხადება, რომლებშიც გამოვთქვით შეერთებული შტატების შეშფოთება [ნიკა გვარამიას საქმეზე] დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. მხოლოდ შეერთებული შტატები არ გამოხატავს ამ შეშფოთებებს. იგივე შეშფოთება ჰქონდათ სახალხო დამცველს, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს. ასე რომ, ეს არ არის რაღაც, რაც ფარულად გაკეთდა, ეს გაკეთდა საკმაოდ საჯაროდ და ეს საკმაოდ ნორმალურია. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ იქმნება იმისგან, რაც აბსოლუტურად არ არის სკანდალი”, - აღნიშნა დეგნანმა.
ამასთან, ელჩის თქმით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, რაც საქართველოს სასამართლო სისტემის შესაძლებლობების განვითარებაში, მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაში ეხმარება.
დეგნანის განცხადებით, ეს მოიცავდა უამრავ გავცლით პროგრამებს შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და იურისტებს შორის.
„ისევ და ისევ, ეს არის რუტინული შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის ხდება და თუ ადამიანებს სურთ მათი არასწორად დახასიათება იმისა, რაც მხოლოდ რუტინული შეხვედრებია, მაშინ ეს აშკარად მათი მიზნებისთვისაა“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა საქართველოში და დასძინა:
„გაცვლითი პროგრამით, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ თუ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული მიზნებს ეხება, ჩვენი 6000-ზე მეტი ქართველი გავგზავნეთ“.
დეგნანის თქმით, გაცვლითი პროგრამები ღიაა ყველასთვის, რათა შეხვდნენ ამერიკელ კოლეგებს, აზრების გაცვალონ, ერთმანეთისგან ისწავლონ და შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აღნიშნა, სწორედ ამისთვისაა ეს გაცვლითი პროგრამები და ისინი ძალიან პოპულარული და წარმატებულია წლების განმავლობაში. ელჩი დარწმუნებულია, რომ ეს ასე გაგრძელდება.
ამასთან, ჟურნალსიტების კითხვას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეხვდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს და რაზე ისაუბრეს, ელჩმა უპასუხა, რომ ის რეგიონებს სტუმრობს და არ ადევნდებდა თვალყურს იმას რაც თბილისში ხდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ