უკრაინა ხერსონში რუსების სამიზნეების განაგდურებაზე იუწყება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ნოვა-მაიაჩკას დასახლებაში რუსი ოკუპანტების შტაბი და ყაზარმები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი ავრცელებს.
"გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ორკებზე ნოვა-მაიაჩკაში. იქ ოკუპანტებს შტაბი და ყაზარმები ყოფილი ბავშვთა სანატორიუმის ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი. ველოდებით დაღუპული რუსების რაოდენობის დაზუსტებას", - აცხადებს ხლანი.