14/07/22916 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა. როგორც ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით არის გაზრდილი, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირებულა. 
"დროას" ლიდერის თქმით, ამ ყველაფრისთვის არა საქართველო, არამედ "ქართული ოცნების" ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასანქცირდეს.
"დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, რაც არის ნავთობი და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი. ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების არის რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების შემცირება. ამ პირობებში 2021 წელს საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტით იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. ანუ ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.
გარდა ამისა, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავარია,  ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართველოში საწვავი არ გაიაფებულა. ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის არის ღია კავშირის, ურთიერთობების თემა. ამის გამო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ ქართული ოცნების ოლიგარქიული მმართველობა უნდა იყოს დასანქცირებული", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA