14/07/22755 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არ მახსენდება ფაქტი, როცა ევროპარლამენტში გვარებს ასე პირდაპირ ასახელებენ - ჟოზვიაკი დეოლიგარქიზაციაზე

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მკაფიო განმარტება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა. 
როგორც მან აღნიშნა, არ ახსენდება ფაქტი, რომ ამგვარ საკითხზე ევროპარლამენტში კონკრეტული გვარები პირდაპირ დაესახელებინათ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია, 2023 წლის შემოდგომამდე შეასრულოს.
"ვადის გახანგრძლივება ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აძლევენ საშუალებას, შეასრულოს ვალდებულებები, თუ რა თქმა უნდა აქვს ამის ნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება თქვენს ხელისუფლებას დეკემბრამდე შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ვეღარ იტყვის, რომ ცოტა დრო ჰქონდათ. ჩემი ინფორმაციით, ეს არის ვადა სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრამდე. გარდა ამისა, არ მახსენდება ფაქტი, როცა ევროპარლამენტში ასე პირდაპირ ასახელებენ გვარებს, რაც დეოლიგარქიზაციაზე განმარტებისას მოვისმინეთ. მათ ახსენეს ბიძინა ივანიშვილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.
შეგახსენებთ, სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს, თუმცა "ქართული ოცნება" ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა. მაგალითად, ისინი ოლიგარქებს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიას, დავით კეზერაშვილს, მამუკა ხაზარაძეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA