08/07/221 714 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

როგორ წაბორძიკდა საქართველო ევროპის გზაზე - Foreign policy

Foreignpolicy-ის ჟურნალისტი Thomas de Waal საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე და ევროინტეგრაციაზე სტატიას აქვეყნებს - 24 ივნისს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი შესთავაზა, რამაც ისინი საბოლოო წევრობის გზაზე დააყენა. საქართველოს, ასევე, მიეცა ახალი შეთავაზება: წევრობის „პერსპექტივა“, რაც ნიშნავს, რომ ის ასევე იქნება კანდიდატი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეასრულებს გარკვეულ პირობებს, როგორიცაა სახელმწიფო სისტემის „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება.
სტატიის ავტორი წერს, რომ ხუთი-ექვსი წლის წინ ეს მოულოდნელი იქნებოდა, რადგან საქართველოს, ყველაზე მკაფიო გზა ჰქონდა ევროპისკენ. მაგრამ დღეს პოლარიზებულმა და აღშფოთებულმა მმართველმა კლასმა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზას უფრო დააშორა. 
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს წინ სერიოზული გამოცდა აქვს "თბილისის შენარჩუნების" გზაზე...
"საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ძალიან ღარიბი ქვეყნებია, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის უღარიბესი ქვეყნის, ბულგარეთის ნახევარზე ნაკლებია. თითოეული მათგანის პრობლემები ღრმა არის ფესვგადგმული, კერძოდ, კორუფცია და სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც მათ ევროკავშირის სტანდარტებისგან აშორებს"- ნათქვამია სტატიაში. 
მასალაში ვკითხულობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უმძიმესი შემთხვევა საქართველოა, რომელმაც დანარჩენ ორზე გაცილებით ნაკლები შეთავაზება მიიღო.
"ქართველები აღნიშნავენ, რომ რუსეთს 2022 წელს უკვე აქვს ოკუპირებული მეტი მიწა უკრაინაში, ვიდრე მათი მთლიანი ტერიტორიაა. ოკუპირებულ ოსეთში, 2008 წელს მოსკოვის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ სეპარატისტულ ტერიტორიაზე, რუსეთმა დაახლოებით 7 000 ჯარისკაცი განათავსა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის სავალ მანძილზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო უფრო შორს გადაიყვანა ევროპული ნორმებიდან. ევროკავშირი მიუთითებდა სასამართლო რეფორმის, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა და თბილისში პრაიდის აქციაზე რომ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, სურს ქვეყნის ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაქცევა",- ნათქვამია სტატიაში. 
გამოცემა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე წერს:
"ქვეყნის ჩხუბის თავი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპელ და აშშ-ის ოფიციალურ პირებს აკრიტიკებს, როდესაც ისინი ბედავენ გააკრიტიკონ მისი მთავრობის ქმედებები. ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს შეესრულებინა 12 პირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ბოლომდე, მან კონკრეტულად აღნიშნა პოლარიზაცია, რაც გულისხმობს საქართველოს აგრესიულ ტოქსიკურ პოლიტიკურ კულტურას, როგორც დაბრკოლებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მიუხედავად ამისა, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს "მოღალატეები", "მტრები" და "მანიაკები" უწოდა.
გასულ წელს ღარიბაშვილმა მმართველი პარტია შარლ მიშელის მიერ პირადად ოპოზიციასთან შუამავლობით გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოიყვანა. მან ასევე უარყო ევროკავშირის სესხი 75 მილიონი ევროს (ან 76 მილიონი დოლარის) ღირებულების, მისი მთავრობის დაჟინებული მოთხოვნის გამო, ჰქონოდათ სასამართლო სისტემაში მთავარ თანამდებობებზე დანიშვნების კონტროლი",- ვკითხულობთ სტატიაში. 
ევროკავშირის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი მთავარი პირობა იყო „დეოლიგარქიზაციის ვალდებულების განხორციელება: 
"საქართველოში საქმე ეხება ერთ ადამიანს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და პარტიის პირველ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ქონება 5,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედი და რომელსაც რეგულარულად ადანაშაულებენ ქვეყნის კულისებიდან მართვაში.
ივანიშვილი ჩაკეტილი ფიგურაა, რომელიც თითქმის არ არის ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მან ფული გამოიმუშავა რუსეთში 1990-იან წლებში, ასევე არსებობს იმის ეჭვი, რომ ის თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან - მისმა პარტიამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი 2014 წელს და ინარჩუნებს პოლიტიკას, რომ არ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ.
მისი ბიზნეს ინტერესებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს შორის გადაფარვა სულ უფრო ბუნდოვანია. საქართველოში ბევრი წუხს, რომ მათი ქვეყანა ექვემდებარება „სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას“, პროცესი, რომლის დროსაც მცირე ჯგუფი სახელმწიფოს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს ემორჩილება",- ვკითხულობთ სტატიაში. 
გამოცემა ამავე სტატიაში საუბრობს ოპოზიციაზეც და ამბობს, რომ "არაფერს სთავაზობს საზოგადოებას, გარდა მრისხანე რიტორიკისა". pjk 
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ნათქვამია, რომ მიუხედავად მთავრობის ნაბიჯებისა, საზოგადოება მყარად აჩვენებს, რომ უნდა ევროპა და ევროპული მომავალი. "ბოლო გამოკითხვისას, ადამიანთა 82%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც უფრო მაღალია, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინაში"
საავტორო სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ქართველი მომიტინგეების თავდაუზოგავი ძალისხმევისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ  უკან დაიხიოს და მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამ ფონზე კი ევროკავშირი კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა, რომ არ დაკარგოს კავშირი ქვეყანასთან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY