08/07/22596 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი წლის ბოლოსთვის - ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტება

როგორ შეამოწმებს ევროკავშირი საქართველოს პროგრესს წლის ბოლოსთვის - ამასთან დაკავშირებით განმარტება EU-ს სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩიეი პოპოვსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, რეფორმების პროცესს როგორც საქართველოში, ისევ უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციები დააკვირდებიან.
"დავაკვირდებით სიტუაციას ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ - ადგილზე, ჩვენი დელეგაციების მეშვეობით. გარდა ამისა, გამოვიყენებთ ინფორმაციის მიღების სხვა წყაროებს, რასაც გაფართოების ანგარიშებისთვის ვიყენებთ. საკმაოდ ვრცელი პროცესია", - თქვა მან.
პოპოვსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის სურვილია, იხილოს პროგრესი საქართველოში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პოლარიზაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება:
"არ მგონია, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება ისეთივე სწრაფი, როგორიც ის ნაბიჯები, რაც განაცხადს მოჰყვა. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, ეს მომენტუმი იდგა. მაგრამ რა თქმა უნდა, განხორციელების ფაზა თავისი არსით უფრო რთულია. მე იმედი მაქვს, რომ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა შენარჩუნებული იყოს ინტერესი და ჩართულობა გაფართოების პროცესში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი შეჩერდება. საქართველოში პოლარიზაციის გამო, ბევრი ინსტიტუტი მთლიანად პარალიზებულია და ეს შემაშფოთებელია, რადგან მოქმედი ინსტიტუტების გარეშე, ვერ იქნება რაიმე პროგრესი პოლიტიკის რომელიმე სფეროში", - ამბობს მაჩიეი პოპოვსკი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA