07/07/221 005 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

კობახიძე: თენგო გოგოტიშვილმა საქართველოს ომში ჩართვის “პირდაპირი მოწოდება გააკეთა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კრიტიკულ მედიას ისევ თავს ესხმის და “მთავარ არხს” ამჯერად “რუსული FSB-ს ნარატივის პროპაგანდაში” სდებს ბრალს.
მისი მტკიცებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, თენგო გოგოტიშვილმა საქართველოს ომში ჩართვის “პირდაპირი მოწოდება გააკეთა”.
“FSB თქვენ ტელევიზიაში უნდა მოიკითხოთ. გუშინ თვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და პირდაპირ მოგვიწოდა ომში ჩართვისკენ. გოგოტიშვილი, ხომ არის თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერი? პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს დღეს ომში. გამოდის, რომ თენგიზ გოგოტიშვილი არის… გუშინ დაპოსტა ამ კაცმა. მოგვიწოდა პირდაპირ ომში ჩართვისკენ. ანუ გამოდის, რომ თქვენი ტელევიზია არის FSB-ს აგენტი, მარტივად არის საკითხი. მთავარი არხია ჩართული იმ პროპაგანდაში, რომელსაც ვიღაცები ეძახიან FSB-ს პროპაგანდას. თქვენი ტელევიზიის ლიდერი როცა მოგვიწოდებს FSB-ს ნარატივით, როგორც ამერიკის ელჩმა თქვა, ომში ჩართვისკენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ FSB-ს ნარატივის პროპაგანდისტები”, – თქვა კობახიძემ.
მას არც სხვა კრიტიკული მედიის ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დავიწყებია:
“ომისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენ გუშინ გოგოტიშვილი, მანამდე ეკა გიგაური, რომელიც პირდაპირ ამბობდა რომ ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა, ასევე, საუბრობდა ამაზე ლომჯარია, რომელსაც ერჩივნა რუსული ბომბების ცვენა თბილისში რაღაცეებს, იგივეზე საუბრობდნენ მიშა მშვილდაძე, ვახო სანაია, დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და სხვები. ომში ჩართვაზე საუბრობდნენ ისინი. გარდა ამისა, იყო მოწოდბები სანქციების დაწესებაზე, რაც ნიშნავდა რისკების გაორმაგებას მინიმუმ და პირდაპირ მოწოდებები იყო მოხალისეებთ სავსე თვითმფრინავის გაშვებაზე, რაც ნიშნავდა პირდაპირ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. ეს ყველაფერი ხდებოდა თქვენი პარტიებისგან და ტელევიზიებისგან”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან დაკავშირებით კობახიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებაზე ჰკითხეს. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთმა “ქართულ ოცნებაში” FSB-ს ჯგუფი მიავლინა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA