07/07/22659 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ლილუაშვილი, გომელაური, კობიძე - ხოშტარია "ოლიგარქის საყრდენი" ძალოვნების დასანქცირებას ითხოვს

"დროას" ლიდერიმა, ელენე ხოშტარიამ კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასახელა, რომლებიც მისი განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენია. ხოშტარიას თქმით, ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს, არჩევნებს, აშანტაჟებს მოქალაქეებს, დევნის ადამიანებს, ასევე, ჩართულია რუსეთთან ძალიან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში.
ხოშტარიამ დაასახელა სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობიძე.
"ჩვენ მივაწვდით ჩვენ პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, "ქართუ-ს" სისტემიდან, როგორც ბევრი ამ მთავრობაში მყოფი ადამიანი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმეებში. ის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური", - თქვა ხოშტარიამ.
ხოშტარიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სუს-ი ფიგურირებდა სანქცირებული ტვრითით შემოსული გემის საქმეში, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს. 
"სუს-დან ჩვენ გამოვყავით კობა კობიძე, ეს არის უშუალოდ ადამიანი, ე.წ ოტოს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ჩართულია მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ. [...] და ვახტანგ გომელაური, ასევე, პირადი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად და ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", - თქვა ხოშტარიამ.
ხოშტარია ამბობს, რომ არ აპირებს სპეკულირებას თუ როდის დააწესებენ პარტნიორები სანქციებს და ვის შეეხება კონკრეტულად ის. მისი თქმით, სანქციები ქვეყანას უნდა ავარიდოთ და პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ოლიგარქიული მმართველობის წევრებმა უნდა აიღონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ