ბლინკენთან უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე ვისაუბრეთ – კულება
"ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის წინ, სადაც ჩვენ ორივე ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის აგრესიაზე და თავიდან ავიცილებთ რუსეთის მხრიდან სიცრუის გავრცელებას. მადლობელი ვარ აშშ-ს მიერ გაწეული სამხედრო დახმარებით. ჩვენ გვაქვს კოორდინირებული ნაბიჯები აშშ-სგან და სხვა პარტნიორებისგან მძიმე იარაღის მიწოდების დასაჩქარებლად." - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.