05/07/22657 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

რუსეთში იაპონიის „რევანშისტურ მისწრაფებებზე“ დაიწყეს საუბარი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ იაპონიამ "გააძლიერა რევანშისტული მისწრაფებები კურილის კუნძულებთან დაკავშირებით".
როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, ამის შესახებ პატრუშევმა ხაბაროვსკში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„შორეული აღმოსავლეთის ოლქის სასაზღვრო ზონაში ვითარება ფორმირდება არქტიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ყოფნის, კურილის მიმართ იაპონიის რევანშისტული მისწრაფებების გაძლიერების და ახალი სამხედრო ბლოკების შექმნის კონტექსტში“.
7 მარტს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილს იაპონიის საგვარეულო ტერიტორიები უწოდა.
21 მარტს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ.
იაპონიას აქვს პრეტენზია კურილის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ხაბომაი. კუნძულების ანექსია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოახდინა და იქიდან იაპონელები გამოასახლეს.
1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა. 2003 წლამდე იაპონური დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "არალეგალურად ოკუპირებულს", ხოლო 2012 წლამდე - "საგვარეულო მიწებს". 2012 წლიდან ხელისუფლება მსგავს ფორმულირებებს თავს არიდებდა რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედით. მარტის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს „თავდაპირველად იაპონური“ უწოდა, ხოლო შემდეგ, "უკანონოდ ოკუპირებული".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA