02/07/22652 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ფუნდამენტურად საჭიროა ჯიუტი, ხანგრძლივი და განგრძობადი პროტესტი" - 1 დღე მასშტაბურ აქციამდე

1 დღე მასშტაბურ აქციამდე - 3 ივლისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა "სირცხვილიაა", რომელიც აცხადებს, რომ კვირას ღამეს რუსთაველზე გაათენებენ.
გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
"ფუნდამენტურად საჭიროა, რომ ჯიუტი, ხანგრძლივი და განგრძობადი პროტესტი გვქონდეს. მოქალაქეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ერთხელ მოსვლით ისინი აუცილებლად შეცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ, ჯიუტად, ორგანიზებულად და დისციპლინურად უნდა გამოვიდნენ გარეთ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და იბრძოლონ იმისთვის, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ შედეგს", - თქვა აქტივისტმა, დაჩი იმედაძემ. 
ხვალინდელ აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, მათ შორის სტუდენტები რეგიონებიდანაც. ისინი მმართველ გუნდს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, 3 ივლისის აქციაზე მაინც ბევრი სტუდენტი მივა.
"მოთხოვნები თუ რამდენიმე დღის წინ სხვა გვქონდა, ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ მოთხოვნებს დაემატა ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტებს გვაქვს მოთხოვნა, რომ შეჩერდეს ოცნების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები, ამით ვერაფერს მიაღწევენ, სტუდენტები მაინც გამოვლენ 3 ივლისს აქციაზე, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით რეგიონებიდანაც, გვიერთდება ბათუმის უნივერსიტეტი გვიერთდებიან ქუთაისი უნივერსიტეტები", - თქვა ლუკა ჭოხონელიძემ.
აქციისთვის ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, საპროტესტო მუხტი არ განელდება მანამ, სანამ ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნებს არ შეასრულებს. 
შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ