27/06/22978 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

„ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე“ - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით.
„ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით: როცა შიგნიდან წნეხია აქციების სახით, ხოლო გარედან პრესია სანქციების სახით. ხაზგასმით, ორივე ფაქტორი თანაბრად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და აძლიერებს და განაპირობებს ერთმანეთს.
შთაბეჭდილება მრჩება (იმედია, მცდარი), რომ სანქციების ნაწილზე მუშაობა, გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადავიდა და ძირითადი აქცენტი გადატანილია შიდა წნეხზე. თუ ჩემი შთაბეჭდილება სწორია, მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს შეცდომაა, რომელიც ზრდის ივანიშვილის რეჟიმთან მარცხის რისკებს. თან, უკვე არა პოლიტიკური სპექტრის, არამედ - მთელი საზოგადოების მარცხის რისკებს. არა ორი ან ოციათასიანი შეკრებით იმედგაცრუების, არამედ 120 ათასიანი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრებით იმედგაცრუების რისკებს.
ეს კი ძალიან გაამყარებს ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითს, გამოიწვევს საკუთარი ძალების რწმენის მძიმე ეროზიას. ამიტომაც, ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე, მუხტის ჩაქრობაზე, გადაღლაზე. ამიტომაც, ივანიშვილის დამარცხების მთავარი წინაპირობა მისთვის „კუნთების“ სწრაფად შემოცლაა. ეს კუნთები ძალოვანი, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებია - ის, რაც ქმნის ოლიგარქის რეპრესიულ მანქანას, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი ახორციელებს ქვეყნის ეფექტურ კონტროლს.
მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება, სწრაფად და ეფექტიანად ჩამოშლის ამ რეპრესიულ მანქანას. თუ არ იარსებებს დარბევის ბრძანების გამცემი და შემსრულებელი, ოპონენტის პოლიტიკურად მდევნელი და დამჭერი, ოლიგარქიული სისტემა იქცევა გოლიათად თიხის ფეხებზე. ამასთან, სუსტი ივანიშვილი, შეუქცევადად დაიწყებს პოლიტიკური გავლენის დაკარგვას, პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობაზე. ყველაფერი ეს არ დაუტოვებს მას ხელისუფლების სწრაფი და მშვიდობიანი გადაბარების ალტერნატივას.
ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტინქტშია. ეს კი, მხოლოდ აქციებით, რთულად მისაღწევი ამოცანაა. სანქციები უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ მხრივ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ თავად ივანიშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია პერსონალური სანქციები და რაც უფრო დაბლა დაიწევს ეს მახვილი, მით უფრო „დამყოლი“ გახდება ოლიგარქი. ეფექტურად, ეს ყველაფერი, უმოკლესი გზაა რეალური დეოლიგარქიზაციისკენ.
PS გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი შიდა აქტივობა გარკვეულწილად მოწყვლადია ივანიშვილის რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანის წინაშე. მეორეს მხრივ კი, ეს სიცრუის მანქანა სრულიად უძლურია საერთაშორისო ინსტრუმენტების წინააღმდეგ. დასავლეთი არა თუ რეზისტენტულია ოცნების პროპაგანდის მიმართ, მეტიც - როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფს, მძიმედ უპირისპირდება და პასუხობს მას“, - წერს ნიკა გვარამია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY