27/06/22696 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი ბათუმის პორტში შესული სანქცირებული გემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მისივე თქმით, ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენცია არ არის და შემოსავლების სამსახურს ეხება:
„საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება – პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსვლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში – საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს, საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების.
ყველა გემთან მიმართებაში ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY