27/06/22888 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთს შემოსვლას ადასტურებს

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში გემი სანქცირებულ კომპანიისგან მიღებული ტვირთით შემოვიდა. მისივე განცხადებით, საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.
"დიახ, მოგახსენებთ, ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება", - თქვა დავითაშვილმა. 
მისი განცხადებით, საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ჩვენ საბაჟო სივრცეში.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, "ესენკამ" შეიტიანა. ის რამდენიმე დღეა ბათუმის ნავთობტერმინალში დგას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY