25/06/221 056 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება - კირბი

"პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება", - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
კირბიმ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შტატები "ფოკუსირებულია იმაზე, უკრაინას შეეძლოს გააგრძელოს საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის დაცვა".
მისივე თქმით, ამერიკული „HIMARS”-ს [საარტილერიო სისტემა], რომელიც უკრაინაში 23 ივნისს ჩავიდა, ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და უკრაინას უპირატესობას ანიჭებს. 
"ყველა ეს სისტემა ქმნის განსხვავებას. დღესაც კი ისინი ქმნიან განსხვავებას, ამას უკრაინელები დაადასტურებენ და ეს არ არის მხოლოდ დიდი სისტემები. ეს ასევე არის მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველდღიურად იყენებენ რუსებთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს უკვე ახდენს გავლენას. ჩვენ აშკარად ვართ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი დონორი უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მთელს მსოფლიოში... თითქმის 6 მილიარდი დოლარი [რუსეთის უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან. ასე რომ, ეს არის ბევრი მასალა, რომელიც მიდის და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს დახმარება მომავალში", - აცხადებს კირბი.
უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, არ გამორიცხავს, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის „HIMARS” და „MLRS” [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა] სისტემების მიწოდება განაგრძოს. 24 ივნისს, უკრაინამ უკვე მიიღო დამატებით "HIMARS" სისტემა.
კითხვაზე, რისთვის აწვდის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს, კირბი პასუხობს:
"ჩვენ დანამდვილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის რული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს - ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება", - თქვა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey