24/06/22673 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ერთადერთი, რასაც საზოგადოება ღარიბაშვილისგან ელოდა, იყო განცხადება გადადგომაზე - მინდა მოსახლეობას მოვუწოდო: დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რათა სახლში დარჩეთ!

მინდა ყველას მოვუწოდო - არ დაგაბნიოთ ხელისუფლების რუსული მეთოდების პიარ სტატეგიამ - დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რათა სახლში დარჩეთ! - ამ განცხადებით დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, დღეს მოსახლეობამ ძალიან ხმამაღლა უნდა უთხრას მთავრობას, რომ ტყუილები და ხალხის აბუჩად აგდება კმარა! სამადაშვილის თქმით, საქართველომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისა და "მისი პატრონის" ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაკარგა.
"პრემიერ-მინისტრისგან ბევრი სიცრუე მოვისმინეთ. მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ვერ მიიღო ძალიან კონკრეტული მიზეზებით, რაც ჩამოთვლილია 12 პუნქტში, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა. მოთხოვნებში ჩაწერილია კონკრეტული რეფორმები მართლმსაჯულების, კორუფციის, დეოლიგარქიზაციის მიმათულებით, რაც ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა განეხორციელებინა, მაგრამ არ გააკეთა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მთავარ პრობლემას, რომელიც არის იდენტიფიცირებული ევროპაში როგორც მთავარი დაბრკოლება სტატუსის მისაღებად - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობა. ერთადერთი, რასაც დღეს საზოგადოება ღარიბაშვილისგან ელოდა იყო განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან როდესაც ქვეყანა ასეთ ისტორიულ მარცხს განიცდის, ერთადერთი სწორი პასუხი არის განცხადების დაწერა გადადგომაზე.
ღარიბაშვილისა და ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანამ ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა და ვითომ კონსტრუქციული ტონით საზოგადოების მოტყუებას ცდილობდა.
გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერა ხელი და შემდეგ გადახია. გვახსოვს, როცა ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებზე და მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. დღეს ღარიბაშვილის ამოცაანაა, რომ ძალიან სამართლიანად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა სათქმელი არ თქვან თბილისის ქუჩებში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA