23/06/22934 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - მეცინება, როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ - ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე

ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ? - მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, „თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა“.
„მე მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო უბრალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის სტატუსიდან და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. მაშინ ბაროსომ მითხრა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც პასუხი საქართველოზე რუსეთის თავდასხმაზე. "თუ გაიმარჯვებთ თქვენ, რუსეთი დამარცხდება და მე მინდა ის დამარცხდეს", - თქვა ბაროსომ.
თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას. ჩემი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში მე და ბაროსოს ერთად მოგვიხდა ჩაფრენა და მაინც არაფერი გამოგვივიდა, იმდენად დიდი იყო რუსეთის შიში ერევანში.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ? მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ. ათი წელი არ გვეყო იმის გაგება, რომ ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ?! ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე ეს. მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, რომ თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა. ეს არის საკუთარი თავების და ხალხის მოტყუების მცდელობა“, - წერს სააკაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ