22/06/22813 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე - მეგობრებო, ვეღარ მოატყუებთ ქართველ ხალხს, MAP-ის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და ვიხილეთ სასტიკი იმედგაცრუება

ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამაში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეზოლუციაზე ხელის მოწერით ოკუპაცია დააკანონეს.
“მივემგზავრები მადრიდში და მივიღებ მონაწილეობს ნატოს მადრიდის სამიტში, სადაც რა თქმა უნდა, ველით, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს აქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს.
რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს, აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამაში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია.
ახლა არ მოეწონებათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ მე მინდა გავიხსენო, რომ 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფებმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, რუსული ჯარი საქართველოდან 2007 წელს გავიდა. 2008 წელს, მახსოვს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან ბევრი ლიდერი გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ გვაქვს საქმე ოსეთთან, კოდორს დაარქვეს ზემო აფხაზეთი და ა.შ. რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რუსული ჯარი შემოვიდა საქართველოში. ომის დასრულების შემდეგ აქ რომ მეჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავას და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი - ამ ვაჟბატონს აქვს ხელი მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, მაგიტომ ხტუნაობდა აქ ზედმეტს და მაგიტომ ჰქონდა ემოციური, არტისტული გამოსვლები. სად არის თქვენი პროტესტი? რეზოლუციაში პირდაპირ წერია, ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამაზე ხელი მოუწერეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია.
თქვენ თუ გინდათ, რომ ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში. ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, MAP-ის მოცემა, რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიხილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება“, - განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY