21/06/22678 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

გვარამია: მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს

"გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი! ამდენი ადამიანი რუსთაველზე, პირადად მე, არასდროს მინახავს. მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს! რაც მთავარია, ეს ვნახეთ ჩვენ და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების! სწორედ ასეთი დღეები ქმნიან ქვეყნის ისტორიას და განაპირობებს მის საუკეთესო მომავალს!
 რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციის ყველა ორგანიზატორს, პირველ რიგში, მოძრაობა სირცხვილიას და ყველა სხვას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აქციის ორგანიზებაში. ყველამ ერთად, შეძლეს და უშეცდომოდ გაიარეს ეს რთული გზა და უზრუნველყვეს გუშინდელი ისტორიული დღე.
 რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც სრულად იყო ჩართული აქციის საინფორმაციო კამპანიაში და მის სრულყოფილად გაშუქებაში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროდასავლური მედიის როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.
 რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს, ვისი დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის დასავლური გზის და გადარჩენის უმნიშვნელოვანესი და, შესაძლოა, გადამწყვეტი წინაპირობაა.
 რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ოპოზიციას, რომ დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქართველ ხალხსაც და მსოფლიოსაც გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ დიდი მიზნისთვის გაერთიანება ერთმანეთთანაც და საზოგადოებასთანაც, და რომ ყბადაღებული პოლარიზაცია მხოლოდ ქართული ოცნების არჩევანია.
 და რაც მთავარია, რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით. მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის - შინ ევროპისკენ! მადლობა მკაფიოდ გაცხადებული მზაობისთვის, ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე! დიდება ერს! საქართველო ივანიშვილის გარეშე!" - ნათქვამია მთავარია არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართვაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA