21/06/22601 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თბილისში რუსეთის საგარეოს დაფინანსებული სემინარისთვის თანხა გერმანული ბანკის საშუალებით გადმოირიცხა - Sova-ს რედაქტორი

გამოცემა Sova-ს მთავარი რედაქტორი, მართა არდაშელია ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებულ სემინარზე თანხები მოსკოვიდან თბილისში ერთ-ერთი გერმანული ბანკის მეშვეობით გადმოირიცხა. 
პრორუსული სემინარი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ, 20 ივნისს იმართებოდა.
"ჩვენმა ჟურნალისტმა შეძლო ამ ღონისძიებაზე შესვლა, მათ უყვებოდნენ ისტორიის იმ ვერსიას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ტირაჟირებს და რომლისთვისაც რუსული ჯარი იბრძვის უკრაინაში. საუკეთესო მოსწავლეებს  შესთავაზებდნენ  უფასო სწავლებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. თანხები ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის მოსკოვიდან გადმოირიცხა თბილისში ერთ-ერთი გერმანული ბანკის მეშვეობით, რომელმაც სანქციების შემდეგ გააგრძელა თავისი ოპერირება რუსეთის ტერიტორიაზე", - თქვა მართა არდაშელიამ.
სწორედ გამოცემა Sova-მ გაასაჯაროვა პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში ღონისძიება იმართებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაორგანიზებული და დაფინანსებული შეკრება სახელწოდებით "ახალგაზრდა სამართალმცოდნეები", თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "იბისიში" უნდა ჩატარებულიყო. სასტუმროს ადმინისტრაციას განმარტება არ გაუკეთებია. ადგილზე კრიტიკული მედიის გამოჩენის შემდეგ სემინარის მონაწილეებმა პოლიცია გამოიძახეს. საბოლოოდ ღონისძიება ჩაიშალა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY