20/06/221 030 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

რუსი სენატორი: თუ EU კალინინგრადის საკითხს არ გამოასწორებს, მოქმედებისთვის ხელები გაგვეხსნება

რუსი სენატორები ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმუქრებიან. კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, რომელიც მისგან მოწყვეტილია და საერთო საზღვარი არ აქვს.
ფედერაციული საბჭოს სახელმწფიო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს საკითხი ევროკავშირმა უნდა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება. 
"თუ ევროკავშირი დაუყოვნებლივ არ გამოასწორებს ვილნიუსის თავხედურ გამოხტომას, ჩვენთვის თავადვე უარყოფს ლიტვის ევროკავშირის წევრობის ყველა დოკუმენტის ლეგიტიმურობას და კალინინგრადის ტრანზიტის ლიტვის მიერ შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად ხელებს გაგვიხსნის, ჩვენ მიერ არჩეული ნებისმიერი გზით". – წერს კლიმოვი საკუთარ Telegram-არხზე.
აქამდე, რამდენიმე დღის წინ, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ლიტვამ შეწყვიტა იქ იმ ტრანზიტული მატარებლების გაშვება, რომელთაც ევროკავშირის სანქციებში შესული საქონელი გადაჰქონდათ.
"რაც შეეხება NATO-ს, ლიტვა იქაც მიიღეს 2004-ში, კალინინგრადის ტრანზიტის პრობლემის გათვალისწინებით. ამრიგად, ვილნიუსის დაუშვებელი ქცევა ახლა დარტყმის ქვეშ აყენებს მთელ ამ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც დე იურედ, ერთ-ერთი საკუთარი წევრი ქვეყნის ხელებით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მიუღებელ ბლოკადას იწყებს... ეს უკანასკნელი შესაძლოა შეფასდეს როგორც პირდაპირი აგრესია რუსეთთან მიმართებაში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით გვაიძულებს სასწრაფოდ მივმართოთ საჭირო თავდაცვას". – წერს კლიმოვი. 
ამას გარდა, იმუქრება რუსეთის ფედერაციული საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიშასი.
"ლიტვის მხრიდან კალინინგრადის ოლქზე ფაქტობრივი ბლოკადის დაწესების მცდელობას წარმოადგენს მოცემულ რეგიონზე რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევას და შესაძლოა გახდეს რუსეთის მხრიდან ძალიან ხისტი და აბსოლუტურად კანონიერი ქმედებების საფუძველი". – წერს კლიშასი საკუთარ Telegram-არხზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA