19/06/221 675 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მადრიდის სამიტზე გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარაა პარტნიორი, ის საფრთხეა - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს. 
"უნდა მოვემზადოთ, რომ [უკრაინაში ომი] შეიძლება წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. ეს არ შეედრება იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად თავიანთი სიცოცხლით იხდიან", - თქვა სტოლტენბერგმა.
საკითხთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ჰკითხა როგორი იქნება, ალიანსის მიდგომა მომავალში რუსეთთან მიმართებაში: "ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტზე ახალი სტრატეგიის კონცეფცია გადაწყდება. აქამდე რუსეთი "პარტნიორად" მოიხსენიებოდა. როგორ მოიქცევა ნატო რუსეთთან მომავალში?"
სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი განხილული იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად:
"თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დოკუმენტში პირველად ჩინეთიც გამოჩნდება, რადგან ჩინეთის აღზევება არის საფრთხე ჩვენი ინტერესებისთვის, ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგს ჰკითხეს ბირთვული ომის საფრთხეებზეც. მისი განცხადებით, ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის მაღალ დონეს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY