"აშშ-ის მთავრობის მზაობა, დაეხმაროს საქართველოს" - სახდეპის მდივნის თანაშემწე ღარიბაშვილს და დარჩიაშვილს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს:
"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდმა ისაუბრა აშშ-ის მთავრობის მზაობაზე, დაეხმაროს საქართველოს რეკომენდებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში და ევროატლანტიკური გზის გაგრძელებაში", - წერს საელჩო.