14/06/221 225 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

დაანონსებული ჩხრეკა "ტვ პირველში" - შსს გამომძიებელ ჟურნალისტებს სთხოვს დაასახელონ, სად ინახავენ მასალებს

დაანონსებული ჩხრეკა "ტვ პირველში" - სამდღიანი დუმილის შემდეგ არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნა მიიღო -  გომელაურის უწყება გამომძიებელ ჟურნალისტებს სთხოვს დაასახელონ, სად ინახავენ მასალებს.
 საქმე ეხება " ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც  5 ივლისის  სისხლიანი დღის უკან ხელისუფლების  კვალს ადასტურებს. 
 შსს არხის გამომძიებელ-ჟურნალისტებისგან იმ მასალების გადაცემას მოითხოვს, რის საფუძველზეც მათი ვარაუდით, რეპორტაჟი მომზადდა.  მეტიც, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "ტვ პრველისთვის" გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სურთ ამოიღონ, როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახის მასალები. 
 "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ შსს-ს სუს-ის მაღალჩინოსნები გამოკითხვაზე დაებარებინა და მტკიცებულებების განადგურებისთვის ხელი არ შეეწყო, გომალაურის უწყება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას "ტვ პირველში" ითხოვენ. 
 ნოდარ მელაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არხისგან ითხოვს, წინასწარ უთხრან, სავარაუდოდ, რა ჟურნალისტური გამოძიება შეიძლება, იყოს შემდეგში მომზადებული. 
 
ითხოვენ, წინასწარ გადავცეთ მათ მასალები, რომელიც შეიძლება, ჟურნალისტური გამოძიების საგანი გახდეს. ასევე ამავე წერილში გვთხოვენ, დავუკონკრეტოთ, კონკრეტულად სად ვინახავთ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს. ეს ყველაფერი აჩენს განცდას, მათი სურვილი არ არის, რეალურად დაიწყოს გამოძიება, იმ მაღალჩინოსნების თანამონაწილეობაზე იმ სისხლისღვრაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე. მათი სურვილია, დაადგინონ, კიდევ რა მასალა შეიძლება, გვქონდეს გამომძიებელ ჟურნალისტებს მოპოვებული და რა სახის ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებდეთ ჩვენ. 
 მათ პირველ რიგში, სასწრაფო წესით უნდა დაეწყოთ გამოკითხვების სერია, ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ. ამოეღოთ ამ ადამიანების მობილური ტელეფონები და გადაეგზავნათ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე. დაედგინათ, ისევ ის მობილური ტელეფონები აქვთ თუ არა, რომლითაც მაშინ სარგებლობდნენ, რომ მტკიცებულებები არ განადგურებულიყო. ეს ადამიანები ჭიმავენ დროს, ცდილობენ დაადგინონ, კიდევ რა ჟურნალისტური გამოძიება შეიძლება გავაკეთოთ, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა მტკიცებულებები გაანადგურონ  და შემდეგ თქვან, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ"- თქვა ნოდარ მელაძემ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York