14/06/22765 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ISFED - „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ კვლევაში დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შესრულებული კვლევა აცდენილია აქტუალობას და წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.
ამასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს.
„გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაშუქდა კომპანია „გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავას არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს.
წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები. პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესებული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ.
აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.
GORBI-ის კვლევაში დასმული კითხვები, რომლითაც ხდება დაშვება, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ომი შეიძლება უნდოდეს, თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ.
გასააზრებელია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება საქართველოში რუსული აგრესიის საფრთხესაც ზრდის. რუსული პროპაგანადისტული მანქანა, მისი სამხედრო თუ სხვაგვარი აგრესიის გადასაფარად და ამ მხრივ სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განუზომელ რესურსებს ხარჯავს. ამ საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის ევროპასთან ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს”, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,