14/06/22673 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოსამართლეები, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ - ხოშტარიამ კლანის წევრები დაასახელა

"დროას" ლიდერმა იმ მოსამართლეების გვარები დაასახელა, რომლებსაც დღეს ივანიშვილის ხელისუფლება ეყრდნობა, მათ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს და რეალურად სასამართლო  კლანის დასაყრდენს წარმოადგენენ.
ელენე ხოშტარიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასახელებულ მოსამართლეებზე ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს და მათ დასანქცირებას მოითხოვენ. სიაში მოხვდნენ:
1. მიხეილ ჩინჩალაძე - წინა ხელისუფლების დროს პროკურორი, მოსამართლედ დაწინაურდა 2012 წლის შემდეგ, "დროას" ლიდერის თქმით, სწორედ ისაა კლანის ჩრდილოვანი საყრდენი და რეალური თავი;
2. ლევან მურუსიძე - გახმაურებული საქმეების მოსამართლე, მათ შორის გირგვლიანის საქმის. ის 2013 წელს, ხოშტარიას თქმით, ივანიშვილმა ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად. 
3. შალვა თადუმაძე- ივანიშვილის პირადი ადვოკატი და ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
4. გიორგი მიქაუტაძე - უზენაესის სასამართლოს უვადო მოსამართლე. ხოშტარიას სწორედ ის ხელმძღვანელობდა იუსტიციის საბჭოს, როცა კლანი პოზიციებს იმყარებდა;
5. ლაშა ჩხიკვაძე- ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც უკვე ნაწილობრივ სანქცირებულია, რადგან გვარამიას დაკავების შემდეგ, ის აშშ-ს საელჩომ  ტრენინგიდან ამოიღო;
6. ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - მათ განიხილა ციანიდის, გიორგი რურუას და სხვა გახმაურებული სასამართლო საქმეები, რომლებმაც ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა;
7. ირაკლი შენგელია - მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც ხოშტარიას თქმით, სასამართლო სისტემაში სანათესაო ჰყავს დასაქმებული;
8. სერგო მეთოფიშვილი - საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე - მის ხელში გადის სისხლის სამართლისა და პოლიტიკური საქმეები;
ელენე ხოშტარიას თქმით, სია შედგენილია კოალიცია მართლმსაჯულებისთვის გაერთიანებაში მყოფი ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე.
შეგახსენებთ, "დროას" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ, დაასახელა ის ბიზნესმენები, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა მოხვდნენ. ხოშტარიას თქმით, ამ ადამიანებზე მაქსიმალურად შეაგროვებენ ინფორმაციას და პარტნიორებს გადასცემენ იმისთვის, რომ საქართველოში ოლიგარქიული სისტემა დაინგრეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York