13/06/221 105 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

100% რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ დეგნანმა განაცხადა:
„30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. თითქმის ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია და რასაც ვაკეთებთ საქაღთველოში, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს“, — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობას.
„აქ ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს ომში ჩასართავად, მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს არის 100% რუსული დეზინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ამ ომის შესაჩერებლად. მის დაწყებამდე მუშაობდა პრევენციისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა საქართველოს ჩართვა ამ ომში. რასაც ევროკავშირი და ნატო ემსახურება, არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს გვინდა საქართველოსთვის“, — განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ, ასევე, არ იცის არავის საქართველოში, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩართვა სურს.
„ყველა საქართველოში და შეერთებულმა შტატებმა იციან, რა გამოიარა საქართველომ და რა ხდება უკრაინაში. ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის ჩხუის და დაპირსიპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ“, — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY