04/06/221 119 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - „მსოფლიოს მეორე არმია“ თავიდან საფრთხის შემცველად გამოიყურებოდა, ბუჩას შემდეგ - ზიზღი გამოიწვია, ახლა კი - მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები და სირცხვილი

„მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა" არის ის სამი სიტყვა, რისთვისაც ქვეყანა იბრძვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების 100 დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 ზელენსკის თქმით, 100 დღის წინ, რუსეთი უკრაინაში 1 სიტყვით - „ომი" მივიდა.
 „ზუსტად 100 დღის წინ, ყველამ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ. ზუსტად 100 დღის წინ, სხვანაირებმა გავიღვიძეთ. 2014 წელს, რუსეთი ჩვენთან 1 სიტყვით მოვიდა, ახალი სიტყვით და ეს არის სიტყვა "ომი". 24 თებერვალს რუსეთმა მას კიდევ ერთი სიტყვა დაუმატა და გამოთქვა ფრაზა "სრულმასშტაბიანი ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.
 უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა 100 სიტყვა, რომელიც 100 დღის განმავლობაში, ომის მიმდინარეობისას უკრაინელების განცდებს გამოხატავს. "100 დღე - 100 სიტყვა. პირველ რიგში, ეს ორი სიტყვაა: "ჩვენი გმირები". ადამიანები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს, 24 თებერვლის ღამიდან იცავენ. ასევე უცხო სიტყვები, რომლებიც უკრაინაში მშობლიური გახდა: "ბაირაქტარი", "Harpoon", "HIMARS", "სტარლინკი", "Rzeszow" და რა თქმა უნდა, "ლენდ-ლიზი" - ერთი სიტყვა, მაგრამ ეს ბრძოლის 100 დღეს, დიპლომატიის 100 დღესა და მხარდაჭერის 100 დღეს ასახავს და სიტყვა, რომელიც ჩვენს ხასიათში რაღაც მნიშვნელოვანს ასახავს - "ჯაველინები", რომლებიც მტერს აშინებდნენ, რადგან არ ელოდნენ, რომ ჯავშანი მათ არ გადაარჩენდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.  ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ქალაქებს, რომლების წაშლაც, ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთს სურდა.
 "იყო სიტყვებიც, რომელთა წაშლა ჩვენს მტერს სურდა. ვოლნოვახა და სალტივკა, პოპასნოე და სევეროდონეცკი. ეს ის სიტყვებია, რომელსაც აუცილებლად კიდევ ერთხელ დავწერთ, ისევე როგორც ბუჩა, ისევე როგორც მარიუპოლი და ჩვენ მათ აუცილებლად სიტყვა ტრიბუნალის გვერდით დავწერთ", - დასძინა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.  უკრაინის ლიდერმა რუსეთის არმიის შესახებ განაცხადა, რომ მისგან მხოლოდ ომის დანაშაულები დარჩა.
 „კიდევ ერთი ფრაზა არის აღნიშვნის ღირსი "მსოფლიოს მეორე არმია". თავიდან ის საფრთხის შემცველად გამოიყურებოდა. მაშინ ის საშიში იყო, ბუჩას შემდეგ - ზიზღი გამოიწვია, ახლა კი - მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები, სირცხვილი და სიძულვილი. სიტყვა ბავშვების გვერდით ყოველ დილით არის ახალი ციფრი. დღეს - 261, რუსეთის შემოჭრას უკვე 261 ბავშვი შეეწირა. რისთვის? არ არსებობს სიტყვები, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვა მომავლის აღმნიშვნელი სიტყვებით დაასრულა და აღნიშნა, რომ "მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა" არის ის სამი სიტყვა, რისთვისაც ქვეყანა იბრძვის.
 "კიდევ ბევრი სიტყვა იქნება, რომელიც ყველას ეცოდინება, რასაც ყველასთვის აზრი ექნება და რაც მილიონებს, მისცემს შანსს. ეს არის სიტყვები: რეკონსტრუქცია, კანდიდატურა და წევრობა, გარანტიები და უსაფრთხოება და აუცილებლად სიტყვა - "დაბრუნება". ეს არის ჩვენი მომავლის სიტყვები! ყველამ იცის შემდეგი ფრაზა: "სიკვდილი მტრებს!" იმიტომ, რომ სამი სიტყვაა, რისთვისაც უკვე 8 წლის შემდეგ 100 დღეა ვიბრძვით: მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.